(+995) 557 77 24 74
urbanstyle718@gmail.com

დაბრუნება

პროდუქტის/თანხის  დაბრუნება ან გადაცვლის პირობები:

Urbanstyle.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:
ა) თანხის გადახდიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი, ან არ მოხდა რაიმე ინფორმაციის მიწოდება .
ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს
გ) შეძენის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა მიწოდებული პროდუქციის ზომებს
დ) პროდუქტი დაზიანებულია.

თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროდუქციის ზომა, Urbanstyle.ge-ი თანახმაა გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი სასურველ ზომაში იმ შემთხვევაში თუ:

ა) მომხმარებელი დაგვიბრუნებს მას იგივე მდგომარეობაში, როგორი მდგომარეობითაც მიიღო მან.
ბ) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების საფასურს.
გ) შეძენილი მოდელის სასურველი ზომის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება Urbanstyle.ge -ის მაღაზიაში.
დ) იმ შემთხვევაში თუ გადასაცვლელი პროდუქციის მოდელის სასურველი ზომის ნაშთი არ იძებნება ჩვენს მაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელი არსებული თანხის (გადახდილი) ლიმიტის ფარგლებში.
ე) იმ შემთხვევაში თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი აღემატება შეცდომით შეძენილ პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი ნაკლებია შეძენილი პროდუქციის ფასზე, არსებული სხვაობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

სასურველია შეძენამდე , მოხდეს მოდელის და ზომის გადამოწმება ჩვენს ბაზაში და შემდეგ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი , ამისთვის საჭიროა მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ( https://www.facebook.com/urbanStylege ), მოგვწეროთ ჩატში ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე  557-772-474