(+995) 557 77 24 74
urbanstyle718@gmail.com

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Urbanstyle.ge მადლობას გიხდით ჩვენი მომსახურებით სარგებლობისათვის და გაგაცნობთ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია შემოთავაზებული სერვისის სრულყოფილად განხორციელებისათვის. გთხოვთ გაეცნოთ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და განაცხადოთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტს.

,,თანხმობის“ ღილაკის დაჭერის შემთხვევაში თქვენ განაცხადებთ თანხმობას, რომ საიტის(კომპანიის თანამშრომლებმა  გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები ურთიერთობისთვის განსაზღვრული და აუცილებელი მიზნებიდან გამომდინარე.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, როდესაც მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.

რას მოიცავს კონფიდენციალობის პოლიტიკა?

Urbanstyle.ge -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც დაცული უნდა იყოს მესამე პირებისგან. კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და არ შეიძლება მისი მოპოვება თავისუფლად, მათ შორის პერსონალური მონაცემები.

რა არის პერსონალური ინფორმაცია?

პერსონალური ინფორმაცია არის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ,,ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით“.

რა მიზნით ხდება თქვენი მონაცემების დამუშავება?

მონცემთა დამუშავება ემსახურება, მომსახურების გაუმჯობესების და დახვეწის მიზანს, ასევე თქვენთან, როგორც კლიენტებთან სწრაფი კომუნიკაციის და მიწოდების სერვისის განვითარებას.

ვის აქვს წვდომა თქვენს კონფიდენციალურ მონაცემებზე?

მონაცემებზე წვდომა ექნებათ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს.

კონკრეტულად რა ინფორმაცია გვჭირდება?

თქვენი სახელი/სახელწოდება, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი და ტელეფონის ნომერი. ეს არის ის აუცილებელი მონაცემები, რაც დაგვეხმარება თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის მოწოდებაში და ასევე ჩვენი კომპანიის სრაფად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში. ჩვენი საიტის სტუმრობისას, სერვერი ასევე ავტომატურად იწერს თქვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას, (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც  ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).

როგორ ვაგროვებთ ამ მონაცემებს?

მონაცემები მოგვეწოდება თქვენს მიერ საიტზე რეგისტრაციისას, ასევე ჩვენთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარი კომუნიკაციის მეშვეობით და ასევე გამოიყენება მზა ჩანაწერები (cookies), Google Analytics- სერვისი და თეგი (შემდგომში – თრექინგის ტექნოლოგია), რათა გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებ პორტალს. ამ პროგრამების დეაქტივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი მომსახურების სერვისის  გაუარესება,  ასევე ინტერნეტ ბრაუზერის წაშლით შეიძლება წაიშალოს თქვენი საიტზე ვიზიტების ისტორია.

როგორ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას?

ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას თქვენი მონაცემების უნებართვო წვდომისგან დასაცავად. ასევე ვინახავთ ამ ინფორმაციას ერთ ფაილად და ვუზრუნველყოფთ მის დაცულ ადგილას შეახვას 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამ მონაცემებს მივიღებთ. ამ მონაცემთა შენახვა დაგვეხმარება თქვენს სწრაფად იდენტიფიცირებაში, ასევე სხვადასხვა შეთავაზებების და აქციების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, თქვენი მოსაზრების, შეფასების და შენიშვნების მისაღებად და მომსახურების გასაუმჯობესებლად.

როგორ ხდება ჩვენს შორის არსებული მიმოწერის შენახვა და მისი გამოყენება?

გაგზავნილ და მიღებულ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, Mail, ან/და სხვა) ჩვენ შევინახავთ დაცულ საქაღალდეში, რომელსაც შევინახავთ დაცულ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ მტკიცებულებად სასამართლოში. ამ მონაცემებზე წვდომა მკაცრად გაკონტროლდება და ზედმიწევნით იქნება დაცული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შენახვის და დაცვის წესები. ასევე ამ ინფორმაციის მოპოვება დასაშვებია სასამართლოს განჩინების, დანაშაულის პრევენციის, დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონტროლის და მისი დარღვევის იდენტიფიკაციისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. შეტყობინებები  განადგურდება მათი შენახვის გონივრული ვადის გასვლის შემდეგ.

რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს თქვენს მიერ პერსონალური ინფორმაციის გადმოცემისას

ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ სფეროს, შესაბამისად ინტერნეტით კომუნიკაციისას მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ ინფორმაციის მიწოდების პროცესში მოხდება მესამე პირთა მიერ უკანონოდ ინტერნეტ სივრცეში არასანქცირებული შემოჭრა და ამ ინფორმაციის მოპოვება, გამოყენება, გავრცელება ან მასში ცვლილების შეტანა.  ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ამგვარ ქმედებაზე იმ მომენტამდე, სანამ ეს ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდების ეტაპზეა. ამასთანავე გაცნობებთ, რომ თქვენ თავად გაქვთ უფლება აირჩიოთ კომუნიკაციის სათანადო ფორმა ჩვენთან.

არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით არასრულწლოვანთათვის პროდუქციის მიყიდვა არ ხდება, შესაბამისად ისინი ვერ დარეგისტრირდებიან ჩვენს საიტზე, ამიტომ მათი პერსონალური მონაცემების მოპოვება შენახვა და დამუშავება არ ხდება.

როგორ შემიძლიათ გაეცნოთ ან მოითხოვოთ ცვლილების შეტანა თქვენს პერსონალურ მონაცემებში?

თუ გაინტერესებთ, თუ რა პერსონალური მონაცემები ინახება ან/და მუშავდება თქვენს შესახებ, შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე რომელიც მითითებულია საიტის საკონტაქტო ინფორმაციაში და მოითხოვოთ ამ მონაცემების გაცნობა, ხარვეზის გასწორება ან განახლება, ასევე უფლება გაქვთ გამოიყენოთ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’  საქართველოს  კანონით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

თუ არ გსურთ ზემოთ ჩამოთვლილი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, გთხოვთ შეწყვიტოთ რეგისტრაცია და აღარ გადახვიდეთ შემდეგ გვერდებზე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნათ და დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გავრცელებისაგან.

ჩვენს მიერ შეძენილი დამუშავებული და გამოყენებული ინფორმაცია შეინახება 3 წლის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში დაცული იქნება ის გარეშე პირების მიერ თქვენი თანხმობის გარეშე გამოყენებისაგან, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, ეს მონაცემები წაიშლება ან სხვაგვარად განადგურდება.

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ Urbanstyle.ge პორტალის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.